"ეროვნულ-დემოკრატები" პოლიტიკურ პარტიებს არჩევნებთან დაკავშირებით კორექტულობისკენ მოუწოდებენ.
"ქვეყნის მომავალი მოახლოებული არჩევნების დემოკრატიულობაზეა დამოკიდებული და მის სამართლიანად ჩატარებას ყველამ ხელი უნდა შეუწყოს ხელი. ჩვენ მობილიზებულები ვართ ამისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი პრინციპი პარტიულობაა და გვინდა, წარმატებებს მივაღწიოთ არჩევნებში, მაგრამ ყველას უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით ხელისუფლებას, რომ არჩევნებში ქვეყნის ინტერესებია ჩადებული", - განაცხადა "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" წევრმა, დეპუტატმა გურამ ჩახვაძემ.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ ბრძანებულებას პრეზიდენტი 31 მარტამდე გამოსცემს. ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარება 30 მაისისთვის არის განსაზღვრული.