საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა საზოგადოებას საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ხარატიშვილის განმარტებით, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 129 13 პრიმა მუხლის მიხედვითაც 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღად 30 მაისი განისაზღვრა.
"საქართველოს კონსტიტუციის 1043 (სამი პრიმა) მუხლის თანახმად "არჩევნების თარიღს ნიშნავს პრეზიდენტი არჩევნებამდე არაუგვიანეს 60 დღისა. შესაბამისად კენჭისყრის დღე ცნობილია, ხოლო არჩევნების დანიშვნის შესახებ პრეზიდენტის ბრძანებულება უნდა გამოიცეს არაუგვიანეს 31 მარტისა",- აღნიშნა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ცესკო-ს თავმჯდომარემ.
მისივე განმარტებით, საარჩევნო კოდექსში შევიდა ცვლილებები, რომლის თანახმადაც: ა) საარჩევნო სიების მონიტორინგის პროცესი 10 კალენდარული დღით ანუ 2010 წლის 10 აპრილამდე გაგრძელდა; ბ) უმისამართო ამომრჩევლებს შეუძლიათ მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩასატარებელ არჩევნებში და თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ.