დღეს, 26 ოქტომბერს, თბილსის საქალაქო სასამართლოში მუხროვანის ამბოხებაში ბრალდებულთა სასამართლო პროცესი გაიმართება.
სასამართლოს მხრიდან, ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა თითქმის დასრულებულია და დაახლოებით, ორი სასამართლო პროცესის შემდეგ, სასამართლო დაცვის მხარის მოწმეების დაკითხვასაც დაიწყებს. წინა სასამართლო პროცესზე ოთხი მოწმე დაიკითხა.
მუხროვანის ამბოხში მონაწილე ბრალდებულთა სასამართლო პროცესზე განსასჯელთა დაკითხვა უკვე დასრულდა. 41 ბრალდებულიდან 16-მა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და ბრალი არ აღიარა, 13-მა კი პროკურატურასთან საპროცესო გარიგება გააფორმა. განსასჯელებს ბრალად ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლის მცდელობა და დაუმორჩილებლობა ედებათ.