ევროკომისიის თავმჯდომარის ჟოზე მანუელ ბაროზოს განცხადებით, საქართველო-რუსეთს შორის ურთიერთობების მოგვარებაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებმა გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს.
ამის შესახებ ვეროკომიის თავმჯდომარემ საქართველოს პრემიერ მინისტრთან ნიკა გილაურთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ცნობილია, რომ რუსეთის ხელისუფლება აღებულ ვალდებულებებს არ ასრულებს. ამ პრობლემის მოგვარების საკითხებში ჟენევის მოლაპარაკებებმა გადამწყვეტი როლი უნდა შეასრულოს. სამწხაროდ, ამ დრომდე ჟენევის ყველა შეხვედრა უშედეგოდ სრულდება. არც სადამკვირვებლო მისიებს ეძლევა ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში შესვლის საშუალება რაც სამწუხარო ფაქტია", - აღნიშნა ჟოზე მანუელ ბაროზომ.
ამასთან, ბაროზომ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ საქართველოს ხელისუფლების სახელმწიფო სტრატეგიის დოკუმენტს დადებითი შეფასება მისცა და აღნიშნა, რომ საქართველო კიდევ ერთხელ დადასტურა, რომ კონფლიქტების მოგვარება მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით სურს.