ხვალ, 26 ოქტომბერს, სასტუმრო "ქორითარდ მარიოტში"საქართველოს ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი დონორი ორგანიზაციების, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება.
მინისტრი მათ საჯარო ფინანსების მართვის პროექტის მიმდინარეობაზე ინფორმაციას გააცნობს.
აღნიშნული პროექტი რამდენიმეწლიანია და ფინანსთა მინისტირი მის მიმდინარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას სათანადო ორგანიზაციებს სისტემატურად აცნობს.