დღეს, 18 მარტს, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების თარიღი ოფიციალურად გამოცხადდება.
საარჩევნო კოდექსის იმ მუხლის ძალაში შესვლის შესახებ, რომლითაც 2010 აღნიშნული არჩევნების თარიღი განისაზღვრა, განცხადებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი გააკეთებს.
შეგახსენებთ, რომ კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, რომელიც პარლამენტმა მიმდინარე წლის დასაწყისში დაამტკიცა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 30 მაისს ჩატარდება.
აღნიშნულ კოდექსში შეტანილი კიდევ ერთი ცვლილებით, საქართველოს ისტორიაში პირველად დედაქალაქის მერს არჩევნების გზითYხალხი აირჩევს.