დღეს, 18 მარტს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ცხინვალში შეხვედრებს გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენლები 17 მარტს სოხუმში მარიონეტულ რეჟიმის ლიდერებს შეხვდნენ, 18 მარტს ცხინვალში გამართავენ შევედრებს.
პიერ მორელი, მურატ ნურგალიევი და გაეროს ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ანტე ტურენინი ჟენევის მოლაპარაკებათა მე-10 რაუნდისთვის მხარეებთან საკითხებს ათანხმებს. დაგეგმილია ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების საქართველოს ხელისუფლების წარმომადგელებთან შეხვედრა.
წინასწარი ინფორმაციით, ჟენევაში ქართული მხარე სხვა საკითხებთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების გაურესების და დეოკუპაციის საკითხების კვლავ დააყენებს.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-10 რაუნდი, ჟენევაში 30 მარტს გაიმართება.