. საქართველო-ევროკავშირს შორის სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ შეთანხმება ივნისში გაფორმდება. ამის შესახებ ბრიუსელში ვიზიტით მყოფმა საქართველოს-პრემიერ მინისტრმა ნიკოლოზ გილაურმა ევროკავშირის პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გამარტივების თაობაზე მოლაპარაკებები დასრულებულია. ხელშეკრულებას ხელი ივნისში მოეწერება, რაც იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე თვეში საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში გასამგზავრებლად ვიზის აღება ბევრად გავარტივებული წესით შეეძლებათ", - განაცხადა გილაურმა და განმარტა, რომ ზოგიერთი პროფესიის წარმომადგენელს, მაგალითად, სპორტმენებსა და კულტურის მოღვაწეებს შესაძლოა, "ვიზა საერთოდ აღარ დასჭირდეს".
"ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ გაიზარდოს საქართველოსა დ ევროპის ქვეყნებს შორის კავშირი", - განმარტა გილაურმა.