საქართველოს ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ და სლოვაკეთის საგარეოს საქმეთა მინისტრმა მიროსლავ ლაიჩეკმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და ვერო სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები განიხილეს. ამის შესახებ ბარამიძემ დღეს, სახელმწიფო კანცელარიაში მიროსლავ ლაიჩაკთან შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
"დღევანდელ შეხვედრაზე სლოვაკეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელებთან ორ ქვეყნებმას შორის თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განვიხილეთ, კერძოდ კი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე და იქ არსებულ ვითარებაზე, ევროკავშირის ქვეყნებთან ვიზები გამარტივების საკითხებზე და ასაოცირების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულებებს მუშაობის დაწყების პროცესებზე ვისაუბრეთ. სლოვაკეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და ევროსტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით მათ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს", - განაცხადა ბარამიძემ.
მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთერთობის დამყარებაც წამოადგენდა. კერძოდ კი, ქართულ ეკონომიკაში სლოვაკი ინვესტორების მოზიდვისა და მათთვის საინტერესო სფეროში ინვესტიციების განხორციელების საკითხები.