თბილისის სიონის საკათედრო ტაძრის ეზოში ცნობილი მსახიობის სოფიკო ჭიაურელის ძეგლი გაიხსნა. ძეგლის გახსნის ცერემონიალს მსახიობის ოჯახის წევრები და საზოგადოებისათვის ცნობილი ადამიანები ესწრებოდნენ. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს სოფიკო ჭიაურელი და აღნიშნეს, რომ ძეგლის გახსნა ერთგვარი სიმბოლოა იმისა, რომ სოფიკო ჭიაურელი ქართველი ხალხისთვის უკვდავია.
სოფიკო ჭიაურელი გარდაიცვალა ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 2008 წლის 2 მარტს თბილისში, 71 წლის ასაკში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში, მეუღლის - კოტე მახარაძის გვერდით.
დაიბადა1937 წლის 21 მაისს 1960 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1964 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული არტისტის წოდება, 1976 წელს საქართველოს სახალხო არტისტის, ხოლო 1979 წელს სომხეთის სახალხო არტისტის წოდებები. 1957, 1965, 1966, 1972, 1973, 1976, 1978, 1992 მოპოვებული აქვს პრიზები საერთაშორისო ფესტივალებზე ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის. 1980 წელს გახდა სახელმწიფო პრემიის 1996 წ. ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიების ლაურაეტი. 1997 წელს გახდა ღირსების ორდენის კავალერი. 1998 წელს მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის პრემია, 2000 წელს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია, 2002 წელს ნ. ჩხეიძის სახელობის პრემია. 2003 წელს სოფიკო ჭიაურელს მიენიჭა ვერა ხოლოდნაიას
სახელობის პრემია _ "ეკრანის დედოფალი".