საქართველოში არსებული კონფლიქტები და მათი გადაჭრის გზები, - ამ თემაზე ისაუბრეს დღეს ევროპული ფონდ "ბოშის" წარმომადგენლებმა პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან შეხვედრისას.
"ბოში", როგორც დამოუკიდებელი ორგანიზაცია, კონფლიქტების მოგვარების საკითხში ჩაერთვება და კონკრეტულ პროექტებს განახორციელებს.
"ბოში" თავის დროზე აქტიურად იყო ჩართული ბალკანეთის კონფლიქტის მოგვარებაში. ის კონფლიქტების რეგულირების კუთხით გამოცდილი ორგანიზაციაა.
ფონდ "ბოშის" ეგიდით, თბილისში გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი იმყოფება. ბოდენი ორგანიზაციას კონსულტაციებს გაუწევს. გერმანელი დიპლომატი გასულ კვირას უკვე იმყოფებოდა საქართველოში. კერძოდ, მან აფხაზეთი მოინახულა და ე. წ. ხელისუფლებასთან შეხვედრები გამართა.