"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ნიდერლანედების სამეფოდან საქრთველოს ელჩის გამოწვევას პოლიტიკურ მოტივს უკავშირებენ.
როგორც მაია ფანჯიკიძის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხზე კომენტირებისას დღეს პარტიის წევრმა, დეპუტატმა ნიკა ლალიაშვილმა განაცხადა, ამ საკადრო გადაწყვტილებას პოლიტიკური სარჩული უდევს.
აღნიშნულის გამო "ქრისტიან-დემოკრატებმა" საგარეო უწყებას დღეს საპროტესტო წერილიც გაუგზავნეს.
შეგახსენებთ, რომ მაია ფანჯიკიძე ნიდერლანდებიდან როტაციამდე ერთი წლით ადრე, 15 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე იქნა გამოწვეული. მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მოტივად საქართველოს საგარეო უწყებაში საქმიანობისადმი ელჩის გულგრილ დამოკიდებულებას ასახელებენ, თუმცა თავად დიპლომატი და პოლიტიკური პარტიების ლიდერები მას ფანჯიკიძის ირაკლი ალასანიასთან ნათესაური კავშირით ხსნიან. როგორც ცნობილია, მაია ფანჯიკიძე ალასანიას ცოლის დაა.