ვიცე პრემიერ მინისტრმა, საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა დაასრულა ოფიციალური ვიზიტი ბელგიის სამეფოში.
ბრიუსელში სახელმწიფო მინისტრსა და პოლიტიკის და უსაფრთხოების კომიტეტის ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შორის ჩატარდა სპეციალური შეხვდრა, რომლის მიზანი იყო სახელმწიფო სტარატეგიის და სამოქმედო გეგმის განხილვა. შეხვდრისას გამოიკვეთა ევროკავშირის როლი სამოქმედო გეგმის შესრულებაში. ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებმა მოიწონეს და მხარი დაუჭირეს საქართველოს მთავრობის ხედვას და სტრატეგიაში ასახულ პრიორიტეტებს.
ვიცე პრემიერმა ვიზიტის ფარგლებში სტრატეგია გააცნო ნატო-საქართველოს საბჭოს და ოფიციალური შეხვედრები გამართა ევროკომისიის საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის ხელმძღვანელის მოადგილესთან ჰიუგო მინგარელისთან და ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლებთან.
ნატოსა და ევროკავშირის ინსტიტუტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს მთავრობას გამოუცხადეს სრული მხარდაჭერა და მზადყოფნა აქტიურად ჩაერთონ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობისაკენ მიმართულ სამოქმედო გეგმის შეშუშავებასა და განხორციელებაში.
ვიზიტის დროს, თემურ იაკობაშვილს ჰქონდა ინტერვიუები მედიის სხვადასხვა წარმომადგენელთან, მათ შორის EU Oბსერვერ-ის ჟურნალისტთან ენდრიუ რეტმანთან და ესტონეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან.
მასალის გამოყენების პირობები