დღეს, 26 ოქტომბერს, სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში რუსეთის ებრაული სათვისტომოების ფედერაციის ხელმძღვანელის რაბინ აარონ გურევიჩის ვიზიტი შედგება. ოსური მხარის ინფორმაციით, გურევიჩის სეპარატისულ სამხრეთ ოსეთში სტუმრობის დროს გაიმართება კონსულტაციები ცხინვალში ისტორიული სინაგოგის სარემონტო სამუშაოს ჩატარების, ცხინვალის ებრაული უბნის აღდგენისა და ცხინვალის ებრაული სათვისტომოს გახსნის შესახებ.
ოსური მხარე იუწყება, რომ რაბინი გურევიჩი ცხინვალში დისლოცირებულ რუსული შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილსაც მოინახულებს.
მასალის გამოყენების პირობები