ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ე.წ. შს სამინისტრო აცხადებს, რომ "გარე ძალების ნებისმიერი მცდელობა დაძაბონ რესპუბლიკაში არსებული სიტუაცია ძირშივე იქნება აღმოფხვრილი სამართალდამცავი ორგანოების მიერ ყველაზე ხისტი მეთოდების გამოყენებით".
საუბარი ეხება კოკოითის ოპოზიციის მიერ მიმდინარე წლის 20 მარტს ცხინვალის ცენტრში დაგეგმილი მიტინგის ჩატარებას.
ამას გარდა, ცხინვალის ე.წ. მერიამ მიტინგის ორგანიზატორებს უარი განუცხადა მიტინგის ჩატარების ნებართვის გაცემაზე. ე.წ. მერიაში აცხადებენ, რომ მიტინგის ჩატარების განაცხადი "სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის სრული დარღვევით იქნა შედგენილი. კერძოდ, მიტინგის ორგანიზატორებმა ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს".
"ცხინვალის მოსახლეობისადმი გაკეთებული მოწოდებები გამოვიდნენ ქუჩაში ინსპირირებულია ქართული სპეცსამსახურებისა და მათი მომხრე დროებით მოსკოვში მყოფი ოსი დევნილების მიერ", _ იუწყება ოსური მხარე.