საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2009 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს 103, ხოლო დადებითი _ 22 პარტნიორ ქვეყანასთან აქვს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სტატისტიკის დეპარტამენტიდან აცნობეს, იმ ქვეყნებთან, რომელთანაც საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს სავაჭრო დეფიციტი 2438,2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ნაცვლად 105 ქვეყნისა და 3760,5 მლნ. აშშ დოლარისა, რაც დაფიქსირდა 2008 წლის იანვარ-სექტემბერში.
2009 წლის იანვარ-სექტემბერში ქვეყანას დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს 22 ქვეყანასთან 133,6 მლნ. აშშ დოლარი, ნაცვლად 21 ქვეყნისა და 191,5 მლნ. აშშ დოლარისა, რაც დაფიქსირდა გასული წლის იანვარ-სექტემბერში.
2009 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს მილიონ აშშ დოლარზე მეტი დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს 9 ქვეყანასთან: კანადა (77,9 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (31,5 მლნ. აშშ დოლარი), ერაყი (7,0 მლნ. აშშ დოლარი), ანგოლა (3,1 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (3,1 მლნ. აშშ დოლარი), ლიბანი (2,9 მლნ. აშშ დოლარი), ბურკინაფასო (1,9 მლნ. აშშ დოლარი), ყირგიზეთი (1,2 მლნ. აშშ დოლარი) და უზბეკეთი (1,2 მლნ. აშშ დოლარი).