საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, დსთ-ის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2009 წლის იანვარ-სექტემბერში 1201,9 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (2008 წლის იანვარ-სექტემბერისთან შედარებით 38,5 პროცენტით ნაკლები), აქედან ექსპორტი 306,8 მლნ. აშშ დოლარია (24,8 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 895,0 მლნ. აშშ დოლარი (42,1 პროცენტით ნაკლები).
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" სტატისტიკის დეპარტამენტიდან აცნობეს, ამ ქვეყნების წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 30,4 პროცენტი, მათ შორის ექსპორტის 37,1 პროცენტი და იმპორტის 28,6 პროცენტი (2008 წლის იანვარ-სექტემბერში - შესაბამისად 32,3 - 32,9 და 32,1 პროცენტი). ამ ქვეყნებზე მოდის სავაჭრო დეფიციტის 25,5 პროცენტი. 2008 წლის იანვარ-სექტემბერში - 31,9 პროცენტი.