ხვალ, 17 მარტს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები სოხუმში ეწვევიან.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში ევროკავშირის, ეუთოს და გაეროს სპეციალური წარმომადგენელი 17 მარტს სოხუმის და 18 მარტს ცხინვალის მარიონეტულ რეჟიმის ლიდერებს შეხვდებიან.
მათი ინფორმაციით, პიერ მორელი, მურატ ნურგალიევი და გაეროს ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში ანტე ტურენინი ჟენევის მოლაპარაკებათა მე-10 რაუნდისთვის მხარეებთან საკითხებს შეთანხმებს. ასევე დაგეგმილია ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეების საქართველოს ხელისუფლების წარმომადგელებთან შეხვედრა.
წინასწარი ინფორმაციით, ჟენევაში ქართული მხარე სხვა საკითხებთან ერთად ოკუპირებულ ტერიტორიებზე ვითარების გაურესების და დეოკუპაციის საკითხების კვლავ დააყენებს.
შეგახსენებთ, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-10 რაუნდი, ჟენევაში 30 მარტს გაიმართება.