საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით, 2009 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 3957,5 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დეპარტამენტში განუცხადეს, აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 34,6 პროცენტით ნაკლებია;
"აქედან ექსპორტი 826,5 მლნ. აშშ დოლარია (შესაბამისად 33,3 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 3131,0 მლნ. აშშ დოლარი (34,9 პროცენტით ნაკლები)", _ განმარტევენ სტატისტიკისე დეპარტამენტში.
2009 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 2304,6 მლნ. აშშ დოლარია (შესაბამისად 35,4 პროცენტით ნაკლები).