ხვალ, 26 ოქტომბერს, სასწავლო ცენტრ "კრწანისში" საქართველო-აშშ-ის ერთობლივი სამხედრო სწავლება დაიწყება.
სწავლების დროს ის ქართველი სამხედროები გადამზადდებიან, რომლებიც სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობის მიღების მიზნით ცოტა ხანში ავღანეთში გაემგზავრებიან.
ამჟამად ქართველი სამხედროები ამერიკელ ინსტრუქტორებთან ერთად კონსტრტერორისტული ოპერაციისთვის საგანგებო მზადებას გაივლიან.
ქართული ასეულის ავღანეთში გამგზავრება შემოდგომაზე, ბატალიონის კი 2010 წლის გაზაფხულზე იგეგმება.