ვლადიკავაზსა და ცხინვალს შორის სარკინიგზო ხაზი აღარ აღდგება. მოსკოვმა სეპარატისტებს რკინიგზის მშენებლობაზე უარი უთხრა.
შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან ერთი წლის თავზე სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი მოსახლეობას დაპირდა, რომ რუსეთი ცხინვალის რეგიონში სარკინიგზო მაგისტრალს ააშენებდა, თუმცა დღეს სეპარატისტული რეჟიმის ეკონომიკის მინისტრმა განმარტა, რომ რკინიგზის მშენებლობა შორეული პერსპექტივაა.
"მიუხედავად იმისა, რომ სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის პროექტი 1930-იანი წლებიდან არსებობს, მისი მშენებლობის დაწყებას კიდე დიდი ხანი დასჭირდება", - აცახდებს სეპარატისტთა ე.წ. ეკონომიკის მინისტრი.