ოს სეპარატისტთა ლიდერის ე.წ. რწმუნებული პოსტკონფლიტური დარეგულირების საკითხებში ბორის ჩოჩიევი აცხადებს, რომ საქართველომ ბოლოს და ბოლოს უნდა გაარკვიოს რა სურს მას: მშვიდობიანი დარეგულირება თუ ომისათვის მზადება.
ამას გარდა, ჩოჩიევის თქმით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ოსი სეპარატისტები აპირებენ საკითხის დაყენებას თავდაუსხმელობის შესახებ დოკუმენტის შემუშავების გაგრძელების მიზანშეწონილობის შესახებ.
"სააკაშვილი პანიკაშია და ერთადერთი რაც მას დარჩა არის ის, რომ ქართველი და რუსი ხალხები ერთმანეთს გადაჰკიდოს. სააკაშვილს ეგონა, რომ მისი ლიკვიდაციის შესახებ გასული სიუჟეტის შემდეგ საქართველო აღშფოთდებოდა, არადა, რამდენადაც ჩვენ დავრმწუნდით, ის ადამიანები ვინც ამ სიუჟეტს უყურებდა და დაიჯერა გახარებულნი იყვნენ", _ აცხადებს ჩოჩიევი.
ჩოჩიევი ასევე აცხადებს, რომ ყოველივე ეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ჩატარებას საფუძველს ურყევს.