ოს სეპარატისტთა ლიდერი ედუარდ კოკოითი სეპარატისტთა დელეგაციასთან ერთად ნიჟნი ნოვგოროდში გაემგზავრა. ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტის ინფორმაციით, ედუარდ კოკოითი ნიჟნი ნოვგოროდში მონაწილეობას მიიღებს მე-14 საერთაშორისო სამეცნიერო-საწარმო ფორუმის "როსია ედიანაია"-ს მუშაობაში, რომელიც ნიჟნინოვგოროდის ბაზრობის ფარგლებში (28 ოქტომბერი - 1 ნოემბერი) გაიმართება.
"დელეგაცია პრეზიდენტის ხელმძღვანელობით ფორუმზე უკვე გაემგზავრა, რომელშუიც აქტიური მონაწილეობის მიღებას აპირებს",_ იუწყება ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.