რუსეთთის ფედრაციასთან დიალოგის დაწყების საკითხებზე სასუბროდ პრაიმერის მომხრე პარტიები ხვალ, 13:00 საათზე პროფკავშირების კულტურის სასახლეში შეიკრიბებიან. ამის შესახებ დღეს, ზურაბ ნოღაიდელმა პრაიმერის მომხრე პარტიების სახელით "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ნოღაიდელის თქმით, საქართველოში მშვიდობა და ქვეყნის გაერთიანება რუსეთთან დიალოგის დაწყების გარეშე ვერ მოხერხდება.
"ჩვენ გავაგრძელებთ მოლაპარაკებას რუსულ საზოგადოებასთან და ხელისუფლებასთან საქართველოს გამთლიანების მიზნით; დავიწყებთ პირდაპირ დიალოგს სოხუმთან და ცხინვალთან; ვიზრუნებთ ერთის მხრივ დევნილების დაბრუნებაზე საკუთარ სახლებში და მეორეს მხრივ, ქართული პროდუქციის დაბრუნებაზე რუსულ ბაზარზე", - განაცხადა ნოღაიდელმა პრაიმერის მომხრე პარტიების სახელით.
პრაიმერის მომხრე პარტიები ხსენებულ საკითხებზე სასაუბროდ მოსახლეობას ხვალ, 13:00 საათზე პროფკავშირების კულტურის სასახლეში ეპატიჟებიან.