დღეს, ზურაბ ნოღაიდელმა პრაიმერის მომხრე პარტიების სახელით იმედის ეთერში გასულ "მოდელირებულ ქრონიკაზე" ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ, "იმიტირებული ქრონიკის" საშუალებით გამოავლინა ომის მიმართ თავისი მისწრაფებები. პრაიმერის მომხრე პარტიების აზრით ხსენებული გადაცემის რეალური ავტორი საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილია.
"სააკაშვილის გზა მიდის ახალი ომისკენ, ტერიტორიების დაკარგვისკენ და მსხვერპლისკენ. ჩვენი გზა მიდის მოლაპარაკებებისკენ ქვეყნის გამთლიანებისკენ და მშვიდობისკენ. ამ გზაზე ჩვენ გვაქვს კონკრეტული შედეგები - თუნდაც რუსეთთან საავიაციო მიმოსვლის აღდგენა და კვლავაც ვაპირებთ ვიაროთ მშვიდობის გზით, სოხუმთან და ცხივალთან პირდაპირი დიალოგის გზით, ქართული ეკონომიკის აღორძინების გზით", - განაცხადა ნოღაიდელმა პრაიმერის მომხრე პარტიების სახელით.
მასალის გამოყენების პირობები