ირანის მეორე ბირთვულ ბლოკს ინსპექტირება უტარდება. ამ მიზნით ირანში საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს 4-კაციანი დელეგაცია იმყოფება.
ოფიციალური ინფორმაციით, ინსპექტირება ქალაქ კუნთთან არსებული ურანის გამამდიდრებელ ქარხანას უტარდება.
სააგენტოს დელეგაციის ვიზიტი ირანში სამი დღე გაგრძელდება.
უნდა აღინიშნოს, აღნიშნული ქარხნის ინსპექტირება ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური თემა იყო ექვსეულის მოლაპარაკებებზეც.
მოლაპარაკებების შედეგების მიხედვით, ინსპექტირების გრაფიკი საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორმა მუჰამედ ალ ბარადეიმ ირანის ხელისუფლებასთან შეათანხმა, ხოლო თავად ვიზიტს წინ უძღვოდა ვენაში გამართული ტექნიკური მოლაპარაკებები თეირანის კვლევითი რეაქტონისთვის საწვავის მიწოდების შესახებ.
ამ საკითხთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბრის დროსაც გაცვალეს.