პრაიმერის მომხრე პარტიები "იმიტირებული ქრონიკის" შედეგებზე პასუხისმგებლობას საქართველოს ხელისუფლებას აკისრებენ. ამის შესახებ დღეს, მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა ოფისში პრაიმერის მომხრე პარტიების სახელით სპეციალური განცხადება გააკეთა. ბრიფინგს ნორაიდელთან ერთად კიდევ 5 ოპოზიციური პატიის ლიდერი ესწრებოდა: "კონსერვატორი" ზვიად ძიძიგური; "ხალხის პარტიის" ლიდერი კობა დავითაშვილი; "მომავლის პარტიის" ლიდერი ზაზა თაბაგრი; "მამულიშვილი" - გია ბერძენიძე და "მოძრაობა ქრისტიანული საქართველოს" ლიდერი ავთანდილ დავითაია.
"13 მარტს მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ხელისუფლების შესანარჩუნებლად განახორციელა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო ტერორისტული აქტი, რომლითაც საფრთხე შეუქმნა მოქალაქეების სულიერ სიმშვიდეს, ჯანმრთელობას და სიცოცხლესაც კი. სააკაშვილის მომდევნო განცხადებიდან აშკარად ჩანს, რომ სწორედ ის იყო ტელეკომპანია "იმედზე გასული გადაცემის ავტორი. ეს გადაცემა იყო გაგრძელება პოლიტიკური ტერორის ორთვიანი კამპანიისა, რომელიც მიზნად ისახავდა "მტრის ხატის" შექმნასა და ოპოზიციის განადგურებას, რომელშიც სამწუხაროდ მონაწილეობდა ექსპერტების და პოლიტიკოსების ნაწილი და რომელიც სრული კრახით დასრულდა, რადგან ქართველმა ხალხმა სააკაშვილის ფანტაზიაზე ერთსულოვანი რეაქციით უარი თქვა კონფრონტაციასა და პროვოკაციაზე", - ნათქვამია პრაიმერის მომხრე პარტიების განცხაადებაში.
მასალის გამოყენების პირობები