ლეიბორისტული პარტია ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაციას მიმართავს და თხოვს ბარაკ ობამასა და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა არასდროს დაუშვას.
"ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილი კარგად დაფინანსებული ლობისტური კომპანიების მეშვეობით ცდილობს აპრილში შეხვდეს ბარაკ ობამას, რაც მას საშუალებას მისცემს გააგრძელოს პროვოკაციული ქმედებები, როგორც საკუთარი ხალხის, ასევე რეგიონში მშვიდობის წინაღმდეგ", – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი გუგავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
ამასთან, მისივე განმარტებით, ის, რომ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ იმიტირებულ "ქრონიკაში" პრეზიდენტ ბარაკ ობამას არარსებული კომენტარი იყო გამოყენებული, მიზნად ისახავდა, ობამა- სააკაშვილის ახლო ურთიერთობების შესახებ ყალბი წარმოდგენის შექმნას.
მასალის გამოყენების პირობები