საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის შეფასებით, მოსკოვი 2008 წელს შექმნილი "ახალი რეალობის" დასამკვიდრებლად იძულებულია მარიონეტებთან ხშირი შეხვედრები გამართოს.
"მას შემდეგ, რაც რუსეთი 2008 წელს "ახალი რეალობის" დამკვიდრებას შეეცადა, მოსკოვი იძულებულია, სურს თუ არა მარიონეტული რეჟიმების წარმომადგენლებს ხშირად შეხვდეს. თუმცა, ამ შეხვედრებს არც სამართლებრივი თვალსაზრისით და არც საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან სერიოზული დატვირთვა არ აქვს", - აღნიშნა კალანდაძემ მოსკოვში აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრემიერ მინისტრის სერგეი შამბას ვიზიტის კომენტირებისას.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა მოსკოვში იმყოფება.
წინასწარი ინფორმაციით, სეპარატისტებსა და რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები ეკონომიკურ საკითხებზე გაიმართება.