ფილიპინებში დაკავებული 13 ქართველი მეზღვაური სამშობლოში დაბრუნების ხარჯებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა გაიღებს.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ფილიპინების ხელისუფლებასთან ჩვენი მეზღავაურების გათავისუფლების შესახებ მოლაპარაკები დადებითად დამთავრდა. მათთვის ბილეთები 17 მარტისთვის დაიჯავშნება. მეზღვაურების ჩამოყვანის ხარჯებს აჭარის მთავრობა გაიღებს", - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ ქართველი მეზღვაურებს ფილიპინების ხელისუფლება იარაღის უკანონო შეტანაში სდებდა ბრალს. 15 იანვარს კი ქართველებს ყველა ბრალდება მოუხსნეს. პანამის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც 13 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა, ფილიპინებში 15 აგვისტოს დააკავეს.