საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის შეფასებით, "მოდელირებულ ქრონიკაზე" მოსახლობის აღშფოთება სამართლიანი იყო.
ამის შესახებ კალანდაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"სიუჟეტზე, რომელიც ტელეკომპანია იმედზე გავიდა ჩემი სუბიექტური შეფასებით საზოგადოების აღშფოთება სამართლიანი იყო. თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ, კერძო ტელეკომპანიის საქმიანობაში ჩარევის უფლება არ გვაქვს და იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის დემოკრატიული ნაწილი ადეკვატურად აღიქვამს", - განაცხადა კალანდაძემ.
ამასთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ იმედი გამოთქვა, რომ საერთაშორისო საზოგადოება და მოსახლეობა "მოდელირებული ქრონიკის" მომზადებაში ხელისუფლებას თანამონაწილედ არ ჩათვლის.