ვიქტორ იუშენკომ საკონსტიტუციო სასამართლოს უკრაინის უმაღლესი რადის მიერ დამტკიცებული საპრეზიდენტო არჩევნების თარიღის გასაჩივრების მიზნით მიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას "რია-ნოვოსტი" პრეზიდენტის სამდივნოს ხელმძღვენელის მოადგილის, მარინა სტავნიიჩუკზე დაყრდნობით ავრცელებს.
შეგახსენებთ, უკრაინის უმაღლესმა რადამ დღეს საპრეზიდენტო არჩევნების 2009 წლის 25 ოქტომბერს დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო. გადაწყვეტილებას მხარი 422 დეპუტატიდან 401-მა დაუჭირა. თავად უკრაინის პრეზიდენტი კი საპრაზიდენტო არჩევნების 2010 წლის.
17 იანვარს დანიშვნას პრეზიდენტის საკონსტიტუციო პროექტში ითხოვდა, რომელიც განსახილველად რადას ქონდა გადაგზავნილი.