დღეს, 15 მარტს, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილს ელოდებიან.
კუბლაშვილი ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზეა დაბარებული, რომელიც საბჭოს წევრებს სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით მიაწვდის ინფორმაციას.
ანტიკრიზისული საბჭოს სხდომა 14:00 საათზეა დანიშნული.