საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის შეხვედრები ევროკომისრებთან სიმ კალასთან (ევროკომისარი ტრანსპორტის საკითხებში), ანდრის პიებალგსთან (ევროკომისარი ევროპის განვითარების საკითხებში), გიუნტერ ოეტინგერთან (ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში), კარელ დე გუჰტთან (ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში) და შტეფან ფულესთან (ევროკომისარი ევროკავშირის გაფართოების და მეზობლობის პოლიტიკის საკითხებში).
აგრეთვე, ბრიუსელში ვიზიტისას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური ბელგიის პრემიერ-მინისტრს ივ ლეტერმს, ევროკავშირის პრეზიდენტს ჰერმან ვან რომპუის და ევროპის კომისიის პრეზიდენტს ხოსე მანუელ ბაროზოს შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები