გუშინ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გასულ იმიტირებულ "ქრონიკას" აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა "დიდი სისულელე უწოდა". ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება.
ბაღაფშის განცხადებით, ასეთ სისულელეებზე ყურადღების გამახვილებაც კი არ ღირს. ე.წ. პრეზიდენტის აზრით გუშინდელ იმიტირებულ "ქრონიკაში" საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ხელიც ურევია
"ჩვენთან სიმშვიდეა, თუ ვინმეს სურს რუსეთი აგრესორად წარმოაჩინოს, მინდა განვაცხადო, ამას ვერ ეღირსება. კავკასიაში ერთადერთი აგრესორი არსებობს და ეს საქართველოა სააკაშვილის მეთაურობით", - აღნიშნა ბაღაფშმა.
მასალის გამოყენების პირობები