"ქრისტიან დემოკრატები" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა ლალიაშვილის განცხადებით, საწვავზე ფასების ხელოვნურად გაზრდა სოფლის მეურნეობის დასანგრევად ხდება.
"დიზელზე საწვავის ფასების გაზრდა ხელოვნურად ხდება, რათა სოფლის მეურნეობის ანგრევენ, ანადგურებენ სამუშაო ადგილებს და კაპიკების ფასად ყიდულობენ გლეხის საარჩევნო ხმებს", განაცხადა ლალიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისვე შეფასებით, საწვავზე დაბალი ფასების შენარჩუნება ადგილობრივი წარმოების განვითარებითაა შესაძლებელი.