ნოღაიდელის პარტია დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ საბათლოს რწმუნებულს დავით გუნდაძეს პარტიის აქტივისტების დევნაში ადანაშაულებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მოძრაობა "სამართლიანი საქართველოდან" აცნობეს, აღნიშნული ინფორმაცია მათ დედოფლისწყაროს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა შოთა ჯამასპიშვილმა მიაწოდა.
ჯამასპიშვილის მტკიცებით, პროგრამა ~კარდაკარში~ მონაწილე მოძრაობის აქტივისტი ნინო ქადაგიშვილს სოფელ საბათლოს რწმუნებულმა დავით გუნდაძემ საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრა. ნინო ქადაგიშვილი სოფელში პედაგოგად მუშაობს.