მოძრაობა `სამართლიანი საქართველოსთვის~ ხულოს რაიონის სოფელ რიყეთის გამგებელს მის მომხრეებზე ზეწოლის განხორციელებაში ადანაშაულებს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ნოღაიდელის პარტიიდან აცნობეს, მათ ხულოს რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ვაჟა ზოიძემ ინფორმაცია მიაწოდა, რომ მათ მომხრეს ზაზა კოჩალიძეს სოფელ რიყეთში ამავე სოფლის გამგებლის, თემურ შამანაძის ბიძაშვილმა ჯამბულ შამანაძემ პროგრამა "კარდაკარის" ჩატარება აუკრძალა და მისი ძმის უნივერსიტეტიდან გარიცხვით, ხოლო დის სკოლიდან გათავისუფლებით დაემუქრა.
ვაჟა ზოიძის მტკიცებით, ჯამბულ შამანაძე სოფლის გამგებლის დავალებით მოქმედებდა.