ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში მორიგი სხდომა მიმდინარეობს.
ცესკო-ს ინფორმაციით, სხდომაზე პოლიტიკური პარტიები იმ მონაცემებს წარადგენენ, რომელიც საარჩევნო სიების მონიტორინგის შედეგად დაგროვდა.
დღესვე მხარეები სიებში არსებულ დარღვევბსა და ამ კუთხით არსებულ პრობლემზეც იმსჯელებენ.
"ჩვენი მხრიდან დაისმება საკითხი, რომ პარტიები საჯარო განცხადების გაკეთებას მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდონ, რათა საზოგადოება შეცდომაში არ შეიყვანონ", - განაცხადა ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა.