სეპარატისტული აფხაზეთის ე. წ. პრემიერ-მინისტრი სერგეი შამბა სოხუმში მყოფ ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებს შეხვდა.
"შეხვედრისას სერგეი შამბამ სემნებს მკაფიოდ ჩამოუყალიბა აფხაზეთის ხელისულების პოზიცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ შემუშავებული სტრატეგიის შესახებ და განუხდაა, რომ ქართული მხარის მიერ შემუშავებული დოკუმენტი აფხაზური მხარისატვის მიუღებელ ფორმულირებებს შეიცავს", _ იუწყება აფხაზური მხარე.
ამას გარდა, შამბამ პიტერ სემნებთან შეხვედრისას "აფხაზეთის მოქალაქეებისთვის შენგენის ქვეყნების ვიზების გაცემის პროცედურის გამარტივება მოითხოვა" და განაცხადა, რომ "მალე აფხაზეთის მთავრობა აფხაზეთის მოქალაქეებისთვის საზღვარგარეთის ახალ პასპორტებს შემოიღებს".