აფხაზ სეპარატისტთა ლიდერი სერგეი ბაღაფში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს პიტერ სემნებს შეხვდა. აფხაზური მხარის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი ოკუპირებული რეგიიონების მიმართ საქართველოს მიერ შემუშავებულ სტრატეგიას შეეხო. აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ამ დოკუმენტის განხილვის შესაძლებლობასაც კი შეუძლებელი უწოდა.
"სერგეი ბაღაფშმა მოუთხრო პიტერ სემნებს იმის შესახებ, რომ რამდენიმე ხნის წინ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კომპანია "Nokia"-ს აფხაზეთისთვის მობილური კავშირგაბმულობის მოწყობილებების ყიდვა აუკრძალა და ევროკავშირის პოზიციით უკმაყოფილება გამოთქვა", _ იუწყება აფხაზური მხარე.
"რატომ არის საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული დადგენილება ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის კანონიერი? რუსეთის პარლამენტმა რომ მიიღოს მსგავსი გადაწყვეტილება, ევროკავშირი მას შეასრულებს", _ განაცხადა ბაღაფშმა და დასძინა, რომ აფხაზეთი სხვა პარტნიორების ძებნას დაიწყებს ახლო აღმოსავლეთში, ჩინეთში და ყველა საჭირო მოწყობილობას იქიდან შემოიტანს.