საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი ჯონდი ბაღათურია დეპუტატებს მოუწოდებს კერძო საკუთრების დაცვაზე ერთობლივად იზრუნონ და კოლეგებს შეხსენებს, რომ პარალმენტის ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა ეს საკითხიცაა. ამის შესახებ განცხადება ბაღათურიამ დღეს სესიაზე გააკეთა.
როგორც ბაღათურია აღნიშნავს, პარლამენტში პირადად მის სახელზე და ასევე პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შესულია ვინმე ომარ მახარაძის წერილი.
ბაღათურიას თქმით ამ წერილში საუბარია "აბსულუტურად უნიკალურ შემთხვევაზე". ეს შემთხვევა კი ის არის რომ ბაღათურიას თქმით "უბრალოდ ადგნენ და ომარ მახარაძეს ქონება წაართვეს".
როგორც ბაღათურია განმარტავს, ომარ მახარაძემ აჭარაში სრულიად კანონიერად შეიძინა მიწის ნაკვეთი, შემდეგ ამ ნაკვეთზე ააშენა სასტუმრო და მშენებლობა რომ დაასრულა აღმოჩნდა, რომ თურმე მას ეს ქონება არ ეკუთვნის.
ბაღათურია აღნიშნავს, რომ ომარ მახარაძემ სამართალს ამ ქვეყანაში ვერაფრით ვერ მიაღწია და ახლა სტრასბურგში აპირებს ჩივილს, რაც მისი თქმით ქვეყნისთვის იმიჯის შემლახველი იქნებ.ა
სწორედ ამიტომ იგი დეპუტატებს მოუწოდებს, რომ პარალმენტმა ერთიბლივად იზრუნოს ქვეყანაში კერძო საკუთრების უფლებების დაცვაზე.
"მოგიწოდებთ ყველას პოლიტიკური კუთვნილების მიუხედავად ერთობლივა ვიზრუნოთ ამ ქვეყანში კერძოი საკუთრების დაცვაზე. საქმე ქვყნის იმიჯს ეხება და ეს ჩვემნოი ყველას საერთო ინტერესი უნდა იყოს" - განაცხადა ბაღათურიამ.
იგი იმასაც აღნიშნავს, რომ აღნიშნულ ინფორმაციას უკვე ფლობს ამერიკის საელჩო და იმედოვნებს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით ამერიკის დეპარტამენტიდან იქნება გამოხმაურება.