საარჩევნო სიების მონიტორინგი, შესაძლოა, გახანგრძლივდეს. გადამოწმების პროცესი 15 მარტს უნდა დასრუდეს, თუმცა ქრისტიან-დემოკრატები ვადის 10 აპრილამდე გაზრდას ითხოვენ. ინიციტივას დღეს სესიაზე განიხილავენ.
საპარლამენტო უმცირესობის ამ ინიციატივას მხარს უჭერს მმართველი გუნდიც და პარლამენტის ყველა პოლიტიკური პარტიაც. თანხმდებიან, რომ აუცილებელია საარჩევნო სიების მონიტორინგის ვადის გახანგრძლივება და თუ ეს ასე მოხდა, მაშინ 15 მარტის ნაცვლად საარჩევნ სიევბის მონიტორინგისათვის პოლიტიკურ პარტიებს დრო 10 აპრილამდე ექნებათ.
უკვე ერთ თვეზე მეტია პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სიების გადამოწმებაზე აქტიურად მუშაობენ. მათ ამისათვის ბიუჯეტიდან 100-100 ათასი ლარიც გამოეყოთ და როგორც პარლამენტში აცხადებენ, იმ შემთხვევაში თუკი ვადა გახანგრძლივდა პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო სიების გადამოწმებისთვის მუშაოების უკეთ საშუალება ექნებათ.