საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და სუამ-ის გენერალური მდივანი ვალერი ჩეჩელაშვილი შეხვდნენ საქართველოსა და აზერბაიჯანში მოლდოვას რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულს იგორ ბოდიუს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.
სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და მოლდოვას რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ამასთან, ხაზი გაესვა მხარეებს შორის რეგულარული ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციების გამართვის მნიშვნელობას.
საუბარი ასევე შეეხო სუამ-ის ფარგლებში ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებს.