აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ იმ საქველმოქმედო ორგანიზაციების ნუსხა გაახმოვანა, რომლებსაც იგი როგორც ნობელის პრემიის ლაურეატი მიღებულ თანხას 1,4 მილიონ აშშ დოლარს გაუყოფს.
200 ათასს აშშ დოლარს ბუშისა და კლინტონის ფონდი მიიღებს, რომელიც თავად ობამას თხოვნით შეიქმნა ჰაიტიზე მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზალარებულთა დასახმარებლად.
50 ათასზე მეტს მიიღებს ორგანიზაცია " Fisher House ", რომელიც ვეტერანებსა და მათი ოჯახის წევრებს ეხმარება.
დანარჩენი ფული აფრიკასა და ცენტრალურ აზრიაში მოქმედ ფორნდებსა და ორგანიზაციებს შორის გადანაწილდება, რომლებიც საგანმანათლდებლო და განვითარებისათვის ხელშემწყობ საქმიანობას აწარმოებენ.