დღეს, 12 მარტს, 10:00 საათიდან, რიყეზე დაიწყება პრაიმერში მონაწილე პარტიების: მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის", "ხალხის პარტიის", "კონსერვატიული პარტიის", მოძრაობა "ქრისტიანული საქართველოს", "მამულიშვილთა პარტიისა" და "მომავლის პარტიის" ლიდერები, ასევე პარტიების სხვა წევრებისა და მხარდამჭერების შეკრება.
11:00 საათზე საპროტესტო კოლონა გურჯაანისკენ დაიძვრება. 13:00 საათზე გურჯაანის კულტურის სახლში გაიმართება შეხვედრა გურჯაანის მოსახლეობასა და პრაიმერში მონაწილე ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერებთან.