დღეს, 12 მარტს, 14:00 საათზე, სახელმწიფოში კანცელარიაში დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაპუნა დავითაია საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს პოლიტიკურ და ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჯული ფიშერს და პოლიტიკურ ოფიცერს მელინდა ფონტენს შეხვდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრას საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებიც დაესწრებიან.
მხარეები დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თანამშრომლობის საკითხების განიხილავენ, რომელიც ამერიკაში მოღვაწე ქართველი სასულიერო პირებისთვის მსახურების მინიჭების უფლების მიცემას ეხება.