პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი საქართველოს თავისი ამბიცური მიზნების მიღწევაში დაეხმარება. ამის შესახებ პოლონეტის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა დღეს საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრი დასრულების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრეკონფერენციაზე განცხადა.
"პოლონეთი ყოველთვის შეეცდება, მხარი დაუჭიროს მათ, ვინც იბრძვის დემოკრატიის განვითარებისთვის, ვინც ამ ღირებულებებს მაღალ დონეზე აიყვანს. ჩვენ ყველაზე კარგად გვესმის ქართველების. ჩვენ დავეხმარებით საქართველოს თავისი ამბიციური მიზნების მიღწევაში", - აღნიშნა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერმა ასევე დადასტურა, რომ ვარშავა-თბილისს შორის საჰაერო რეისის შესრულების დაწყება იგემება.
ტუსკმა აღნიშნა, რომ საქართველო და პოლონეთი ვიზების გამარტივების საკითხზე კონკრეტულად გაწერილი გრაფიკი შეიქმნება.
"მიუხედავად ტრაგიკული მოვლენებისა, აუცილებელია თითოეულ მოქალაქეს ბედნიერი ცხოვრება მოვუტანოთ'", - განაცხადა ტუსკმა.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი თბილისს დღეს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ტუსკმა პირველი შეხვედრა ქართველ კოლეგასთან ნიკოლოზ გილაურთან გამართა, რის შემდეგაც საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულების მემორიალი გვირგვინით შეამკო. მან შეხვედრები ოპოზიციისა და ევროკავშირის მონიტორინგის წევრებთანაც გამართა. დღესვე პოლონეთის პრემიერმა ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი დაათვალიერა. პოლონეთის პრემიერი თბილისს 12 მარტს დატოვებს.