ევრომაიდანის მონაწილები 31 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კარვებს განათავსებენ, ხოლო 2014 წლის 9 იანვრიდან იანუკოვიჩის გადადგომის მოთხოვნით  უვადო შიმშილობას იწყებენ. განცხადება ამის შესახებ მოძრაობა „სილნაია სპრავას" კოორდინატორმა ალექსანდრე დანილიუკმა გააკეთა. 
„უახლოესი დროის სამოქმედო გეგმა შემდეგნაირია: 26 დეკემბერს  - გამაფრთხილებელი ოპერაცია „აპოკალიფსი" დაიწყება 08:00 საათიდან და გაგრძელდება 18:00 საათამდე -   ეს სამთავრობო კვარტლის  ბლოკირება იქნება. 31 დეკემბერს ხალხი მაიდანზე შეიკრობება და პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ კარვების გასაშლელად მსვლელობას მოწყობს",_ განაცხადა დანილიუკმა. 
მისივე თქმით, 9 იანვრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, პრეზიდენტის გადაყენების მოთხოვნით უვადო შიმშილობა დაიწყება. 
„26 დეკემბრიდან, ყოველ სამუშაო დღეს ინიციატივა „ავტოფრონტისა" და „ობშეე დელო"-ს აქტივისტები ასობით ავტომობილით სამთავრობო კვარტალში მოიყრიან თავს, სადაც 18:00 საათამდე დაჰყოფენ  - ამან სამთავრობო კვარტლის პარალიზება უნდა გამოიწვიოს. 
აღსანიშნავია, რომ სამართალდამცავებმა უკვე გააკეთეს განცხადება იმის შესახებ, რომ სამთავრობო კვარტლის არასანქცირებული ბლოკირება დასჯადი ქმედებაა. 
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები