დღეს, 7 ოქტომბერს,ევროსაბჭოში ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევის წინადადებით რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი პარლამენტის ქვედა პალატას ინიციატივით მიმართავს.
რუსეთი თბილისის საპასუხოდ ევროსაბჭოში ქართული დელეგაციისთვის უფლებამოსილების ჩამორთმევას ითხოვს. აღნიშნული წინადადებითYრუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი გამოდის. მისი თქმით, ეს იქნება პასუხი საქართველოს ქმედებებზე.
რუსეთის ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი დადებითად აფასებს ევროსაბჭოს ასამბლეის გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა თბილისის ინიციატივას, რუსეთის დელეგაციისთვის ხმის უფლების ჩამორთმევის თაობაზე.
"ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დარწმუნდნენ, რომ აგრესორი საქართველოა", - აცხადებს ჟირინოვსკი